ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ გარემოსდაცვით თემაზე მოსწავლეების მონაწილეობით კონფერენცია გამართა.
2025 წლის 8 აპრილს, საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებით X და XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „გარემოს დაბინძურებები და მისი აცილების ხერხები“.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის და მსმენელებისთვის გაეცნოთ გარემოს დაბინძურების სხვადასხვა ფორმა და მათი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მონაწილეებმა იმსჯელეს მძიმე მეტალების, მხუთავი აირებისა და აზოტის ოქსიდების მავნე ზემოქმედებაზე, აგრეთვე მათი თავიდან აცილების გზებზე.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საბუნებისმეტყველო კათედრის წარმომადგენლები – მაგული ველიაშვილი და ნათია კონჭოშვილი.
იხილეთ ფოტოები: