საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-4 კლასელებმა „ბრემენელი მუსიკოსები“ თეატრის სცენაზე ნახეს
22-04-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში სტუმრობა სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც მათი თვალსაწიერის გაფართოებას, კულტურულ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მე-4 და მე-4 კლასების მოსწავლეები, დამრიგებლების - მაია ხორბალაძის და ბელა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით, თეატრს - „მეორე სახლი“ სტუმრობდნენ.

მოსწავლეებმა ნახეს მხიარული, საინტერესო, საოცრად შესრულებული მიუზიკლი - „ბრემენელი მუსიკოსები“ და უდიდესი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...