ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი, ეკა ჩაბაიძე ბლიც ინტერვიუში საუბრობს მოსწავლის ნდობის მოპოვების, განათლების მნიშვნელობისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანობის შესახებ. მისი თქმით, პოზიტიური სასწავლო გარემო და მეგობრული დამოკიდებულება აუცილებელია მოსწავლეებისათვის, ხოლო განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-პოზიტიური სასწავლო გარემო და მეგობრული დამოკიდებულება.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლების გარეშე წარმოუდგენელია განვითარება და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-თითოეულ მოსწავლეზე მორგებული, სახალისო და არა მოსაბეზრებელი.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-მოსწავლეებისაგან უკუკავშირს.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-ქართული ენა და ლიტერატურა, რამაც ჩემი პროფესიის არჩევა განაპირობა.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-დიმიტრი უზნაძეს.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-ინოვაციებზე დაფუძნებული, სათანადო რესურსებით აღჭურვილი.