იხილეთ ფოტოები:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგმა ფილიპე გიორგაძემ ჩაატარა ლექცია -1989 წლის 9 აპრილის ქრონიკასთან დაკავშირებით.
ლექციის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის 9 აპრილის ისტორიული მნიშვნელობის გააზრება და საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.
„საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი...“ – ასე დაიწყო პედაგოგმა ლექცია, რის შემდეგაც მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც მათ საშუალებას მისცა საკუთარი თვალით ენახათ იმ მძიმე დღეების ქრონიკას.