მასწავლებლებს ვადა დღეს, 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
2025 წელს სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველების საყურადღებოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს, 10 აპრილის 18:00 საათამდე, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ გამოსაცდელებს ჩასაბარებელი საგნის/საგნების არჩევა (დამატება ან შეცვლა), გამოცდის ენისა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა.
იმ დარეგისტრირებულმა გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და რეგისტრაციის დროს მონიშნეს - „სპეციალური პირობები“, 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
თუ გამოსაცდელებმა გადაიხადეს რეგისტრაციის საფასური 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ ვერ მიიყვანეს რაიმე მიზეზით რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე, მათ ეძლევათ საშუალებას 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია.