ქარელის N2 საჯარო სკოლაში რეპრესირებულ ქართველთა სახელების უკვდავსაყოფად ლიტერატურული კომპოზიცია გაიმართა
21-06-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ რეპრესირებულ ქართველთა სახელების უკვდავსაყოფად ლიტერატურული კომპოზიცია - „წამებული რაინდები“ მოამზადა.
ღონისძიებაში მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, პეტრე ოცხელი, ლევან გოთუა, თამარ წულუკიძე და ვახტანგ კოტეტიშვილი გაიხსენეს.
„რა გვინდოდა გვეთქვა ჩვენი აღსაზრდელებისთვის? - თქვენი ვალია აფასებდეთ, გახსოვდეთ, იცოდეთ, რათა ღირსეულად უპატრონოთ სამშობლოს!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტო