„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“ - ამ სლოგანით ხიზაბავრის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
10-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის თაოსნობით, რომლის თავმჯდომარე ლიანა მურადაშვილია, გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“.

ლიანა მურადაშვილმა, როგორც ამ დღის ერთ-ერთმა მონაწილემ დამსწრე საზოგადოებას მოუთხო საქართველოსათვის ამ ტრაგიკული დღის შესახებ. ისტორიის მასწავლებელმა გიორგი ქუქჩიშვილმა კი 9 აპრილამდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

მოსწავლეებმაც თავიანთი თვალით დანახული 9 აპრილი შემოგვთავაზეს, მეოთხე კლასელებმა შექმნეს კედლის გაზეთი. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ასპანიძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ქართველ მწერალთა ნაწარმოებების შესახებ, რომელთა წაკითხვაც მათ უფრო ნათლად დაანახებთ იმ უდიდეს ტრაგედიას რომელსაც 9 აპრილი ქვია. 

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...