იდლიანის საჯარო სკოლაში „დედაენის დღეს“ კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა
10-04-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის, იდლიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მათ შორის გახლავთ „დედაენის დღე“, რომელსაც იდლიანის საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეულით შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იდლიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო კალიგრაფიის კონკურსი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

წარმოგიდგენთ, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ მოსწავლეებს:

სოფო ჭკადუა

ლიკა ჭკადუა

ანდრია ზუმაძე

ლიზი საბანიძე

ნიკუშა ჭკადუა

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...