ქუთაისის N4 საჯარო სკოლა მსოფლიო ჯანდაცვის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა
10-04-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები კი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, X კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, რომელთა კლასის ხელმძღვანელი მაკა გუბელაძე გახლავთ, ჩატარდა აქტივობა - „ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელობის საწინდარია“.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ასევე მონაწილეობა მიიღო სკოლის ექიმმა, თამარ კაპანაძემ. ბიოლოგიის პედაგოგმა, ელენა ბუაძემ კი ისაუბრა თემაზე - „ოქსიდაციური სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და პრევენცია“.

ბავშვებმა ისაუბრეს სხვადასხვა დაავადებაზე, მათ შორის - ტუბერკულოზზე და წარმოადგინეს რეფერატები თემებზე:

„რაც მეტი ვიცით ალერგიის შესახებ, მით ნაკლებად ვწუხდებით“.

„აცრა გვიცავს“.

„ენდემური ჩიყვი“.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ბუკლეტები: „ენდემური ჩიყვი და მისი პრევენცია“, „საპონი და ბაქტერიები“, „ინფექციური დაავადებების პრევენცია“ და აღნიშნული აქტივობებით შეუერთდნენ ჯანდაცვის მსოფლიო დღეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...