იანეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინტერესო აქტივობები გაიმართა
10-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინაროებს. 

საინტერესო აქტივობები შესთავაზეს მოსწავლეებს ხელოვნებისა და ქართული ენის მასწავლებლებმა. მათი ინიციატივით მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს და ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და გაფრთხილებაზე. დამსწრე საზოგადოებას კი მიაწოდეს ინფორმაცია 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ, რომელიც ქართული ენის შენარჩუნებასა და გავრცელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს ქართული ანბანით შთაგონებული ნახატები, რომლებიც ბიბლიოთეკაში გამოიფინეს. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრების ავტორები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ენის კულტურული მნიშვნელობისა და შემოქმედების წახალისების მნიშვნელობას.

ღონისძიება ორგანიზებულია მასწავლებლების ნონა ურუშაძის და სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც გასაოცარი შრომა და ნიჭი გამოავლინეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...