„სწავლა სინათლეა“ – სულორის  საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
10-04-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიზა ჟღერია ბლიც-ინტერვიუში განათლების მნიშვნელობაზე, სასკოლო ცხოვრებაში წესებისა და ახალი მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს. მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს მოსწავლის ნდობის მოპოვების და მომავლის სკოლაზე, რომელიც სიახლეებზე ორიენტირებული იქნება.

-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

-ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, სანდოობა...

-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

-ცოდნა იარაღია! მისით იწყება ყველაფერი, ხანდახან, მთავრდება კიდეც. განათლება კარგი მომავლის გარანტია.0 „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე!“

-საშინაო დავალება უნდა იყოს...

-სახალისო, გასაგები  და მოსწავლის შესაძლებლობებზე გათვლილი. 

-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

-სასკოლო ცხოვრებაში მეტი თვალსაჩინოების გამოყენება და  რელიგიის, როგორც საგნის სწავლება.

-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

-ქართული ენა და ლიტერატურა. საგანი, რომელიც პროფესიად ვაქციე.

-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

-პოეზიაზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობ მაკა შალიკაშვილს.

-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

-სიახლეებზე ორიენტირებული.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...