„როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“ - ბოდბის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
10-04-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მანანა გოჩიტაშვილთან ერთად, გამართეს პოეზიის საღამო, რომელიც პატრიოტულ თემატიკას მიეძღვნა.

ღონისძიება გაიმართა სიმბოლური სახელწოდებით – „როგორც უფალი, სამშობლოც ერთია ქვეყანაზედა“, რაც განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს სიყვარულს, ერთგულებას და თავდადებას სამშობლოს მიმართ.

საღამოს განმავლობაში მოსწავლეებმა დიდი ემოციით წაიკითხეს სხვადასხვა ქართველი პოეტების ლექსები, რომლებიც სამშობლოს, თავისუფლებას, ეროვნულ ღირსებასა და ქართველი ერის გმირობას ეძღვნებოდა.

საღამოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენება წარმოადგენდა. მოსწავლეებმა იმ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს წუთიერი დუმილით. მათ თავიანთი სიტყვებით გადმოსცეს იმ ღამის სიმძიმე და ხაზი გაუსვეს თავისუფლების ფასს, რომლსაც ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. 

პოეზიის საღამო არა მხოლოდ შემოქმედებითი ღონისძიება იყო – ის იყო ღრმა ემოციებით დატვირთული წუთები, სადაც პატრიოტიზმი, ერთიანობა და ეროვნული ღირსება თანაბრად იგრძნობოდა.

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ ახალი თაობა ღირსეულად აგრძელებს ისტორიისა და ტრადიციების შენარჩუნებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...