ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიუძღვნეს
10-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ღონისძიება მიეძღვნა.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი ისტორიული დღის მნიშვნელობის გააზრება და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება,

სკოლის მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები, სადაც გამოხატეს ის ტკივილი და სევდა, რაც ამ დღეს ახლავს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...