ოროჯალარის საჯარო სკოლაში სომეხი პოეტის - ჰამო საჰიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა 
11-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ხასიათის ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დიდი სომეხი  პოეტის - ჰამო საჰიანის შემოქმედებას.

ღონისძიების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო სომხური ენის მასწავლებელი — მარიამ კარახანიანი, რომლის ძალისხმევით ღონისძიება განსაკუთრებული შთაბეჭდილების მქონე და მრავალფეროვანი გამოვიდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს ბიოგრაფიული ცნობები ჰამო საჰიანის ცხოვრების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნეს მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და წვლილი სომხური პოეზიის განვითარებაში.

ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა მუსიკალური ნომრები — საჰიანის ლექსების ტექსტებზე შექმნილი სიმღერები, რომლებიც მოსწავლეებმა შეასრულეს.

ლიტერატურულმა საღამომ არა მხოლოდ გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა სომეხი კლასიკოსის შემოქმედების შესახებ არამედ ბავშვებს საშუალება მისცა წარმოეჩინათ შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...