ეფრემოვკის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს 
11-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას ღონისძიება მიეძღვნა. 

მასწავლებლებმა - შორენა მაღრაძემ, ანა აბრაჰამიანმა და ლუსინე წარუკიანმა ერთობლივად მოამზადეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალური დაფა.

ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ფილმის ჩვენება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 9 აპრილის თემაზე, გაიხსენეს სისხლიან ღამეს დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მემორიალური დაფა წითელი ტიტები დაამშვენეს, შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად და ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...