მერევის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
11-04-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის დირექციას და პედაგოგები მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებას უმრავალფეროვნებენ და ახალისებენ მათ ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართ. 

შიდასასკოლო ჩემპიონარი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ლოგიკურ ამოცანებს წარმატებით გაართვეს თავი და გუნდურად მუშაობის უნარებიც წარმოაჩინეს. 

გუნდებმა დიდი მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით იმუშავეს საერთო მიზნის მისაღწევად, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად. 

ღონისძიება მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. დასასრულს კი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...