ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, გრემის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა - ეკა გურასპიშვილმა მე-7 და მე-8 ლასებში ჩაატარა როლური გაკვეთილი თემაზე - „გულსისხლძარღვთა დაავადებები, მათი გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები“.
ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-7- მე-8 კლასელებმა გაკვეთილზე მიიწვიეს სხვა კლასების მოსწავლეებიც.
გაკვეთილზე ბავშვებმა მოირგეს ექიმის როლი და ისაუბრეს აღნიშნული დაავადებების შესახებ, გამომწვევ მიზეზებსა და მათ თავიდან აცილების გზებზე, ყურადღება გაამახვილეს ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ გრემის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: