დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის XI კლასელი დავით კვარაცხელიას ნახატი ხელოვნურმა ინტელექტმა შეაფასა
11-04-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში კვალიფიციური პედაგოგები მუდმივად ცდილობენ სასწავლო პროცესი იყო საინტერესო მიმზიდველი და მრავალფეროვანი. სწავლებაში კი გამოყენებული იყოს თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები. იმისთვის რომ მოსწავლეებმა ინტერნეტის, და ონლაინ რესურსების სწორი გამოყენება ისწავლონ პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობას ატარებენ. მათ შორის სასწავლო პროცესში იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და მოსწავლეებისთვის სკოლას კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენენ. 

თანამედროვე მიდგომები და ხელოვნური ინტელექტი ამჯერად, პედაგოგმა ქეთევან ჩიქოვანმა გამოიყენა, რომელმაც მეთერთმეტე კლასის მოსწავლის, დავით კვარაცხელიას ნახატის შეფასებისა და ანალიზისთვის ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა: 

1. კომპოზიცია და თემატიკა: ნახატში მოცემულია ზღვისპირა პეიზაჟი პალმის ხით,რაც სიმშვიდესთან, დასვენებასთან და ბუნებრივ სილამაზესთან ასოცირდება. ეს თემა ყოველთვის აქტუალურია და მომხიბვლელი. პალმა კარგადაა განთავსებული მარჯვენა მხარეს და ქმნის დაბალანსებულ კომპოზიციას.


2. ფერების გამოყენება: ფერები კარგადაა შეხამებული-ბაცი ლურჯი ზღვა, ღია ცა და თეთრი ღრუბლები ქმნის ნათელ და ჰარმონიულ გარემოს. მწვანე და ყვითელი ფერები პალმაზე მას ბუნებრივ იერს აძლევს. თეთრი ქვიშა და ღია ფერები კარგად ეხამება მთელ ატმოსფეროს


3. დეტალები და ტექნიკა: ღრუბლები ტექსტურითაა გადმოცემული,რაც ნახატს მოცულობას აძლევს. პალმის ფოთლები მოძრავ განცდას ტოვებს - თითქოს ქარი უბერავს.


4. ემოციური ეფექტი: ნახატი იწვევს სიმშვიდის და თავისუფლების განცდას, რისგანაც დადებითი ემოცია გადმოდის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...