ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი გმირები გაიხსენეს
22-06-2018
ზარიძეების საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ისტორიის საწრეო მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი (წრის ხელმძღვანელი-მარინა თოთიაური), საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციით გაჯერებული ღონისძიება ჩაატარეს.
თემა გახლდათ-„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“.
მათ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს და გმირები გაიხსენეს, რომლებმაც დამოუკიდებლობის მოპოვებასა და მის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
ასევე, ღონისძიება ლექსებით და სიმღერებით მხატვრულად გააფორმეს.