იანეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით გრძელდება 
11-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული წარმატებით მიმდინარეობს. 

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად ჩასწვდნენ ქართული ენის სიდიადეს, სიმდიდრესა და მნიშვნელობას როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ქვაკუთხედს.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც წარმოაჩინეს ქართული ენის განვითარების ისტორია და უნიკალურობა.

გარდა ამისა, მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო შემეცნებით აქტივობებსა და ვიქტორინაში.

აქტივობები მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცოდნის გამდიდრებას, არამედ სახელმწიფო ენის მნიშვნელობის გააზრებას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. 

აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები - ნინო სალია, ნათია მეფარიშვილი, ანა მეფარიშვილი, ელენე სიხარულიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...