ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლას დირექტორი ნინო ჯიბლაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და მათი დიდი მხარდამჭერი გახლავთ, ითვალისწინებს მათ ინტერესებსა და სურვილებს და ამ მიდგომით, მოაზროვნე, ინტელექტუალური თაობის ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს განმუხურის საჯარო სკოლას დირექტორი ნინო ჯიბლაძე პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- იყო მისი მეგობარი, გქონდეს უნარი მოუსმინო და გაუგო, გაითვალისწინო მისი ინტერესები.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- მომავალი თაობა გაიზარდოს განვითარებული, მოაზროვნე, ინტელექტუალური, რომელიც სამშობლოს განვითარებაში წვლილს შეიტანს.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მარტივი შესასრულებელი, რომელიც არ საჭიროებდეს მშობლის დახმარებას და რაოდენობრივად არც იყოს გადატვირთული.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ვფიქრობ, სასკოლო ფორმის შემოტანა წესრიგს მიაჩვევდა მოსწავლეებს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- მათემატიკა, დღესაც მიყვარს.
- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ყველა პიროვნება ვერ იქნება მასწავლებელი.... დასახელება მიჭირს.