მუქედის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა თავისუფლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს
11-04-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლაში, VII კლასის მოსწავლეებმა პატივისცემით გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები და ის გმირები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებისთვის მსხვერპლად შესწირეს.

ღონისძიება გაიმართა საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ისტორიული მეხსიერების გამყარებასა და თავისუფლების იდეალის მნიშვნელობის გააზრებას.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარო ჯოგლიძე. მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის ტრაგედიაზე, წაიკითხეს თემატური ლექსები და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს იმ დღეს დაღვრილი სისხლის ფასი ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...