მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში წიგნიერების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
11-04-2025

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აქტივობები ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს თავიანთი რჩეული ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და კითხვის მოტივაციაც მისცეს.

მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში წიგნიერების პოპულარიზაციას, გამოთქმის უნარების განვითარებასა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავებას. „წიგნის საჯაროდ კითხვის დღემ“ სკოლის საერთო სივრცეში თბილ და ინსპირაციულ გარემოში ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წიგნი მეგობარია, რომელიც ყოველთვის ახლოსაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...