შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დირექციამ  ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს
11-04-2025

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის დირექციამ და მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.

სასკოლო საზოგადოებას მემორიალთან პატივის მიღების ცერემონიალში ვანის ადგილობრივი  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, კულტურის  სამსახურების უფროსები, ვანის ვეტერანთა ხელმძღვანელი დავით დვალიშვილი და სხვა საზოგადოების წევრებიც შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია ცხრა აპრილს დაღუპულთა შესახებ ჯერ  მემორიალთან წარმოადგინეს შემდეგ კი  სკოლაში  პატივი მიაგეს მათ  ხსოვნას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...