ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, გასვლითი აქტივობა მოაწყვეს
11-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ალათუმანის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებსაც ისეთი გაკვეთილები შესთავაზონ, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ ინტერესებზე.

სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, ადგილობრივ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რაც სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მათი მონაწილეობითაც დასტურდება

ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალრფეროვან, საინტერესო გარემოში მიმდინარეობს და ამასთან ხელი ეწყობა არაფორმალური განათლების განვითარებას.

ამის ნათელი მაგალითია პროექტი სახელწოდებით - „გააცოცხლე ისტორია შენს სკოლაში“, რომლის მიზანია მოსწავლეებმა შეარჩიონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, მოინახულონ ამ მხარეებში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლები, მოიძიონ  ინფორმაცია და შემდეგ გააცნონ სასკოლო საზოგადოებას.

ამჯერად ალათუმანის საჯარო სკოლის მე-9, მე-10, მე-11, და მე-12 მოსწავლეები ესტუმრნენ დედაქალაქს და მოინახულეს წინასწარ შერჩული ისტორიული ძეგლები: სამების საკათედრო ტაძარი, სომხური „ეჩმეაძინის “ სახელობის ეკლესია, სომეხ და ქართველ მწერალთა პანთეონი... ეტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, კერძოდ წიგნის მუზეუმს, სადაც უმასპინძლა ქალბატონმა ლოლა სანაიამ, ბავშვებზე კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმში დაცულმა „ვეფხისტყაოსანმა“, რომელიც მეფე ვახტან VI-ის  მიერ დაარსებულ სტამბაში დაიბეჭდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...