ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა.
პატარებმა თავიანთი შემოქმედება მათთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანებს მიუძღვნეს და სიყვარული და პატივისცემა დაუდასტურეს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები და ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს.
ღონისძიებამ დატოვა დაუვიწყარი შთაბეჭდილება როგორც პატარებში, ისე დამსწრე საზოგადოებაში.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სითბოსა და სიყვარულის გაზიარების სწავლება და ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბება.
იხილეთ ფოტოები: