„გვახსოვს და გვტკივა“ - კულიკამის საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
11-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში ტკივილითა და სევდით არსავსე ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გახსენებას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი და გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად. 

მოსწაველეებმა წაიკითხეს ლექსები და მიმოიხილეს ისტორიული მოვლენები. ღონისძიება მეტად ემოციური და ამავე დროს საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...