ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მაქსიმალურად ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვეობის მოთხოვნებს, სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, დანერგონ თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებსაც ისეთი გაკვეთილები შესთავაზონ, რომლებიც სრულად იქნება მორგებული მათ ინტერესებზე.
სწორედ ასეთი მიდგომების დამსახურებაა, ადგილობრივ მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა არა მხოლოდ საგაკვეთილო, არამედ, ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში, რაც სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში მათი მონაწილეობითაც დასტურდება.
ახლახან ჟდანოვის საჯარო სკოლაში, პედაგოგების - გრეტა თუმასიანისა და ჰაიასტან სიმონიანის ჩართულობით, მესამეკლასელებისთვის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
საგაკვეთილო თემატიკა რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის გახლდათ მოსწავლეთა ინფორმირება პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
გაკვეთილს სკოლის ექიმი - მარია ანტანოსიანი ესწრებოდა, რომელმაც ბავშვებს საკუთრი გამოცდილებაც გაუზიარა და საინტერესო ინფორმაციებიც მიაწოდა.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილის სტრუქტრამ, თემატიკამ და რა თქმა უნდა მიმდინარეობამ, მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.