გაზაფხულივით ლამაზი ღონისძიება ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში
11-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლა, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს, რომლებიც ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.

ახლახან, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში, პედაგოგის - მანუშაკ ჩთჩიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და „დედის დღეს“ მიეძღვნა.

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის.

ამ ღონისძიებით, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტივობა იმდენად ემოციური გახლდათ, მშობლები და პედაგოგები ცრემლებს ვერ იკავებდნენ, თავად ბავშვებმა კი კიდევ ერთხელ, ხმამაღლა უთხრეს დედიკოებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...