ავჭალაში, ერთ-ერთი ავარიული კორპუსის (ე.წ. ტიტანიკის კორპუსი) ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი წუხელ, 12 აპრილს დაიღუპა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.
სააგენტოს ცნობითვე, არასრულწლოვანი მომხდარის შემდეგ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ.