დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ.
სკოლის მოსწავლეებმა, ბრწყინვალე წარმატებას მიაღწიეს გოგონათა სასკოლო საფეხბურთო ჩემპიონატში და სკოლაში ოქროს თასით დაბრუნდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ეს დიდი წარმატებაა... სასიხარულო და მისაბაძი მაგალითია ყველა სკოლისთვის. ეს ფაქტი კი იმას ნიშნავს რომ შეუძლებელი არაფერია თუ მას გულით მოინდომებ და ამაში ხელს დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები შეგიწყობენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ფიროსმანის სკოლა დაარსებიდან დღემდე ამ სპორტისადმი დიდ ინტერესს და სიყვარულს იჩენს. სკოლას ახსოვს სხვადასხვა დროში დიდი თუ პატარა წარმატებები, რომელსაც სკოლის ისტორია სათუთად ინახავს.
გოგონებმა კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა, სოფელი ფიროსმანი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. ამ წარმატებაში კი დიდი წვლილი მიუძღვით, სპორტის მასწავლებლებს - ხვიჩა ბოლქვაძესა და ზურაბ ჩალაბაშვილს.
ფიროსმანის სკოლა მადლობას უხდის გოგონებს თეა წილოსანს, ანა ბოლქვაძეს, ანა ბერიძეს, მაკა სურმანიძეს, მარიამ სურმანიძესა და სალომე ბერიძეს და ყველას ვინაც წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში.
იხილეთ ფოტოები: