დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო სივრცე მიმართულია მოსწავლეთა ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარებისკენ, წახალისებულია მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ 2025 წლის გაზაფხულის სეზონის შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. სკოლაში თამაშის მიმდინარეობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი სალომე მესხია.
იხილეთ ფოტოები: