აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმუშავეს საინტერესო და შთამბეჭდავ პროექტზე, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულად კითხვს გულისხმობდა.
ეს პროექტი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უკვდავი პოემის სტრიქონების წაკითხვა — ეს გახლდათ დაუვიწყარი მოგზაურობა სიყვარულის, ერთგულების, გმირობისა და ღირსების სამყაროში, სადაც პოეზია არამარტო სიტყვებად, არამედ ცოცხალ ემოციებად იქცა.
პროექტში მონაწილეობდნენ მეექვსე და მეშვიდე კლასების მოსწავლეები, რომელთაც შოთა რუსთაველის გენიალური ნაწარმოების სიდიადე კიდევ ერთხელ გააცნობიერეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა არა მხოლოდ წაიკითხეს და გააანალიზეს პოემის ეპიზოდები, არამედ იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიყვარული და პატივისცემა, ვაჟკაცობა და სიბრძნე, ერთგულება და მორალური არჩევანი.
პროექტს მასწავლებელი რუსუდან შონია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: