ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ და სხვებსაც ბუნების დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“ და ეკოსკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის საკოლო პრემია“.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა სახელწოდებით - „დარგე, მოუარე და გაახარე“.
მოსწავლეებმა წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეებზე ისაუბრეს და მათ შორის განსაკუთრებულად აღნიშნეს ბზა და საზოგადოებას მისი დაცვისა და მოფრთხილებისკენ მოუწოდეს.
„დავიცვათ წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: