ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის ჩატარებული აქტივობებისთვის
14-04-2025

„ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“ - ამ სლოგანის ფარგლებში ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა და მოსწავლეებთან საინორმაციო შეხვედრები და საინტერესო აქტივობები ჩატარდა. 

სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაცია ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში სწორი აზროვნების ჩამოყალიბებას და მათი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებისა და მოველნების მიმართ, ამიტომაც მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ სხვადსხვა მნიშვნელოვან დღეებს. თითოული ჩატარებული აქტოვობა არა მხოლოდ სახალისო და საინტერესოა მოსწავლეებისტვის არამედ აწვდის მათ ინფორმაციას და უღრმავებს ცოდნას ასწავლის და აჩვენებს რომ განსხვავებულობის მიუხედავადა თითოეული ადამიანი თანასწორია. 

„აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი  აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა გააფერადეს ეზოს ნარგავები და ბოძები. მოეწყო ვიდეო და ანიმაციური რგოლების ჩვენება, შემდეგ კი თითოეულმა ჯგუფმა იმსჯელა განსხვავებულობის, მიმღებლობისა და საერთო მიზნების განხორციელებაზე.

განსაკუთრებული მადლობა ამ დღის ასე პოზიტიურად აღნიშვნისთვის ირმა კვაჭანტირაძეს ლიკა მოქიას. ჩვენის სკოლის ინკლუზიურ განათლებაში და მის ხელშეწყობაში ჩართულ ყველა პირს: მანანა გობრონიძეს, ბელა ურუშაძეს, ნანა ჯინჭარაძეს, თამთა ბაბილოძეს და ბოლოს მადლობა ყველა იმ პირს, რომლებმაც დღევანდელი დღე ჩვენთან ერთად გაიზიარეთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთფოტოები და  ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...