ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა უფლებების სწავლების ფარგლებში დოკუმენტური ფილმს უყურეს
14-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით გრძელდება.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა განიხილეს დოკუმენტური ფილმი „ჰაბიბოლა“, რომელიც მიგრაციის, ლტოლვილობისა და ადამიანის უფლებების თემებს ეხება. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და გააანალიზეს მისი ძირითადი გზავნილები. დისკუსიისას, რომელსაც სამოქალაქო განათლების და ფრანგული ენის პედაგოგები: ნანა მარღანია, სოფიო მურუსიძე უძღვებოდნენ, მოსწავლეებმა გამოხატეს ემოციები, იმსჯელეს ყველაზე შთამბეჭდავ სცენებზე და გააზიარეს, თუ როგორ უკავშირდებოდა ნანახი მათ პირად გამოცდილებებს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს ფილმის გავლენაზე, ახალი პერსპექტივების დანახვაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ასეთმა ისტორიებმა საზოგადოებაში მეტი სოლიდარობა და ემპათია გააჩინოს. ეს აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების და უფლებების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...