ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით დატვირთული ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
14-04-2025

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი, რომელიც ქართული ლიტერატურისა და მათემატიკის საოცარ სინთეზს წარმოადგენდა.

„პატარა გულებმა, სიყვარულით სავსე თვალებით, თავიანთ დედებს განსაკუთრებული საჩუქარი - ემოციური მოგზაურობა ლაბირინთში მიუძღვნეს. გაკვეთილი დაიწყო ი. გოგებაშვილის მოთხრობის „დაკარგული ბავშვი“ წაკითხვით. ლაბირინთი კი არა მარტოო მათემატიკურ ამოცანებს, არამედ დედის დაკარგვის ტკივილს და სიყვარულის ძალას აერთიანებდა. ლაბირინთის ბოლოს, თითოეულმა ბავშვმა თავისი დედა იპოვა. ეს იყო ემოციური მომენტი, რომელიც ადასტურებდა დედისა და შვილის უპირობო სიყვარულს. ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიყვარული და მხარდაჭერა ჩვენს ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...