ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში ინოვაციური და სახალისო გაკვეთილი ჩატარდა
22-06-2018
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მე-2 კლასში მათემატიკის ინოვაციური და სახალისო გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. მასწავლებელმა სასწავლო პროცესში დამხმარე რესურსი გამოიყენა, კლასში ხალისიანი გარემო შექმნა და მოსწავლეემა ახალი მასალა თამაშით ისწავლეს. აქტივობებში მშობლებიც მონაწილეობნენ.

„გაკვეთილის მიზანი იყო სწავლა თამაშით. მოსწავალეებმა მეორე კლასში შესწავლილი მასალა წარმოადგინეს. რამდენიმე აქტივობაში მშობლებიც ჩაერთვნენ. მშობლების ჩართულოით ჩატარებულმა გაკვეთილმა დადებითი ემოციები გამოიწვია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203