დედაენის დღე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ინსცენირებით აღინიშნა.
პედაგოგ თამარ ფიფიას ორგანიზებით V კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღის ღასანიშნავი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სცენურად გააცოცხლეს ქართული ანბანის ისტორია და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეების გამოსვლამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი შთაბეჭდილება დატოვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართული ენისა და ანბანის მნიშვნელობა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
იხილეთ ფოტოები: