ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები კი თემატური აქტივობებით მოსწავლეებს აცნობენ ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან ა გამოწვევებთან დაკავშირებულ ინფორმაციებს.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პედაგოგის ლიანა მურადაშვილის ხელმძღვანელობით მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციის თემაზე „ტრეფიკინგი საქართველოში".
მოსწავლეებმა სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინეს დღევანდელი მონაცემების მიხედვით, მოიყვანეს ტრეფიკინგის მაგალითები ისტორიული წარსულიდან თუ დღევანდელი რეალობიდან, ასევე ისაუბრეს თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ტრეფიკინგისგან.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და ჩანდა რომ მათთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციით იყო დატვირთული, რამაც მოზარდებში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შეუწყო ხელი.
იხილეთ ფოტოები: