„ამღერებული ქართული ლექსი“ - შთამბეჭდავი ღონისძიება ხიზაბავრის საჯარო სკოლაში
15-04-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ორი საგნის ინტეგრირებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. 

11 აპრილს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ასმათ ხაზალაშვილისა და მუსიკის პედაგოგ ნანა დათაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება თემაზე - „ამღერებული ქართული ლექსი“.

პედაგოგმა - ასმათ ხაზალაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მიზანი იყო ბავშვებს სცოდნოდათ, რომ მათთვის საყვარელი სიმღერები ქართველი პოეტების ლექსებზე არის შექმნილი.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომელთაც ფონად ამ ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები უძღვოდა.

სასიამოვნო და მხიარული საღამო შედგა, მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და ცნობილი ქართული ლექსები სიხარულით ააჟღერეს

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...