„ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ“ - ცაგერის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ლიტერატურული საღამოთი დაგვირგვინდა 
15-04-2025

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

პროექტის ავტორი და სულისჩამდგმელია შორენა ხეცურიანი - დირექტორის მოადგილე.

პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ყოველი დღე დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველა საფეხურის მოსწავლე. დამრიგებლის, ქართულის მასწავლებლების, მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგების დახმარებით კვირეული შინაარსიანი და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული აღმოჩნდა.

კვირეული დაგვირგვინდა ლიტერატურული საღამოთი სახელწოდებით -  „ო, ენავ, ჩემო, დედაო ენავ“.

კალიგრაფიის, მხატვრული კითხვისა და ესეების კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ  I, II და III ხარისხის დიპლომებით.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...