თბილისის N39 სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
15-04-2025

თბილისის N39 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია. მოზარდებითვის არაერთი გასვლითი ღონისძიება ეწყობა, რაც მათი თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამაში - „აღდგომა - გაზაფხულის დღესასწაული“ მიიღეს მონაწილეობა. 

მოსწავლეები დამრიგებლის - ნინო ტურაშვილის ხელმძღვანელობით თბილისის ილია ჭავჭავაძის მუზეუმს სტუმრობდნენ. დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთების დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამას შეუერთდნენ. 

ბავშვები გაეცნენ აღდგომის სიმბოლოებს, ისტორიას, როგორ აღნიშნავდნენ უწინ აღდგომას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სიხარულით იმოგზაურეს წარსულში. 

მე-5 კლასელებმა ასევე თექის ნაწარმისგან სააღდგომო ნამუშევრები დაამზადეს. სააღდგომო კომპოზიციები კი დღის სამახსოვროდ სახლში თან წაიღეს.

„დიდი მადლობა, ქალბატონ ხათუნა იმნაძეს და მუზეუმის წარმომადგენლებს საინტერესო  პროგრამაში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...