ქართული ენის სწავლების ვალდებულება კანონით განისაზღვრება - რა იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან
14-04-2025

პარლამენტის განათლების კომიტეტმა, სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების დამკვიდრებას გულისხმობს.

ინიციატივა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს - ნანა მაჭავარიანსა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელს - გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ბოლო წლებია საუბრობენ სტუდენტ ახალგაზრდობაში სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალ დონის შესახებ“, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამთავრობო დოკუმენტი, სადაც ნათქვამია:

„წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსების არარსებობა, სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას“.

აქედან გამომდინარე, წინადადების ინიციატორები მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება უნივერსიტეტებში და კანონში დაემატოს ჩანაწერი:

სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.

განათლების კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და თავმჯდომარემ ისიც დასძინა, რომ იმდენად დიდია აღნიშნულია ინიციატივის მხარდაჭერის მზაობა, უკვე მომდევნო სასწავლო წლიდან - 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, უნივერსიტეტებს აღნიშნული ვალდებულება განესაზღვრებათ, მანამდე კი კურიკულუმებსა და სილაბუსებში უნდა გაწერონ დეტალები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...