„ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს“ - პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახელოვან ქალებს საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს 
14-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

7 აპრილს, სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს“.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში წარადგინეს პრეზენტაცია სახელოვან ქალებზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალური პრობლემებისგადაჭრაში, კლეოპატრას დროიდან თანამედროვე ეპოქამდე.

რიტა მანუკიანმა წარადგინა პრეზენტაცია კლეოპატრაზე. მან ისაუბრა კლეოპატრაზე, როგორც გონიერების, ძალისა და სილამაზის ეტალონზე.

ბეგლარ ხაჩატრიანმა პრეზენტაცია მიუძღვნა დედა ტერეზას ცხოვრებასა და საქველმოქმედო საქმიანობას.

ანნა ხაჩატრიანმა ისაუბრა თანამედროვე მწერალსა და აქტივისტ მაია ენჯელოს შესახებ და აღნიშნა, რომ ის მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რასობრივ უთანასწორობასთან ბრძოლაში. 

სუსან ნაჰაპეტიანმა წარმოადგინა პროგრამისტისა და მათემატიკოსის ადა ლავლეისის მოღვაწეობა.მან დიდი წვლილი შეიტანა პროგრამირების სფეროს განვითარებაში.

ლალა თათოსიანმა ისაუბრა მსახიობსა, გაეროს კეთილი ნების ელჩ ემა უოტსონზე. მსახიობი დღემდე აქტიურად იბრძვის ქალების უფლებებისთვის.

ღონისძიძიებას მასწავლებელი ლუსია კურგინიანი ხელმძღვანელობდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...