ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ლიხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიხეთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, ბავშვებს სთავაზობს არა მხოლოდ ხარისხიან საგაკვეთილო პროცესს, არამედ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას, ასევე მიღებული ცოდნის განმტკიცებას ემსახურება.
ახლახან, ლიხეთის საჯარო სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის მოეწყო შეხვედრა, რომელიც თანამშრომლობითო კულტურის გაღვივებას, ბავშვებში მეგობრული ატმოსფეროს მეტად განმტკიცებას და რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არსებული გამომწვევების შესახებ მსჯელობას ითვალისწინებდა.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელთა მთავარ იდეასა თუ წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს და საკუთარი აზრი გამოხატეს I, IV, V, VII და VIII კლასების მოსწავლეებმა.
„დისკუსია საინტერესოდ წარიმართა. ვიმსჯელეთ არაერთ საკითხზე და გამოწვევების დაძლევის გზებზე“, - ასე შეაფასა ლიხეთის საჯარო სკოლის წარმომადგენლობამ ჩატარებული აქტივობა.