ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მუნიციპალურ კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის, საპატიო სიგელები გადაეცათ
14-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ხარისხიანი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები სხვადასხვა  საკონკურსო პროექტში წარმატებით მონაწილეობენ და საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ მშობლიური „ცოდნის ტაძარს“.

ამის დასტურია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსი „ნიჭიერი თაობა“ - რომელში წარმატებული მონაწილეობისთვისაც, ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, კონკურსში მათი 8 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის ვენეტიკ ​გომციანმა მიიღო ჰოვანეს თუმანიანის პრემია, კარინე ხანჩალიანმა მე-3 ადგილი დაიმსახურა და დიპლომით დაჯილდოვდა, დანარჩენი 6 კონკურსანტს კი, რომლებიც ჟდანოვის საჯარო სკოლას წარმოადგენდნენ, საპატიო სიგელები გადაეცა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...