გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროექტი წარმოადგინეს
14-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას წარმატებით ახორციელებენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სწავლა კეთებით წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ და ამის დასტურია მრავალფეროვანი საკლასო დავალებები, რომელთა შესრულებაც მოსწავლეებისთვის, შემეცნებითთან ერთად, ძალზე სახალისოა.

ახლახან უმცროსკლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო პროექტი, რომელიც მცენარეების შეცნობას ემსახურებოდა და ამჯერად დეტალურად შეისწავლეს ნეკერჩხალი.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი თემატური ნამუშევრები, წაიკითხეს ლამაზი ლექსი, რომელიც ზუსტად აღწერს ამ მშვენიერი ხის მახასიათებლებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ნახატებიც კი „აალაპარაკეს“, სადაც ნეკერჩხალი ყვებოდა, როგორ ეცვლება გარეგნობა სეზონების მიხედვით, რა დადებითი თვისებები აქვს და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტის შესახებ უამბობდა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.

აქტივობაში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და ასევე სახალისო აღმოჩნდა; როგორც სკოლაში გვიამბობენ, მსგავსი პროექტები მიმართულია სწავლის მოტივაციის ამაღლებისკენ.

ფოტოები და ვიდეოები იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...