სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური სპექტაკლი და მოგზაურობა 36 წლის წინანდელი 9 აპრილის ისტორიულ ლაბირინთებში
14-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სულდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის.

შთამბეჭდავი ღონისძიებით მიაგო სულდის საჯარო სკოლამ პატივი 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე და იმაზეც, თუ რა გავლენა იქონია ტრაგიკულმა მოვლენებმა სამომავლოდ.

სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური თეატრალური წარმოდგენა, რომელზეც მანამდე გაასმაგებული პასუხისმგებლობით მუშაობდნენ, რადგან სურდათ, მაქსიმალურად ინფორმაციული ყოფილიყო წარმოდგენილი სპექტაკლი.

იმ დღეს სულდის საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენელი დაბრუნდა 36 წლის წინანდელ მთავარ გამზირზე - ეს გახლდათ ნამდვილი მოგზაურობა ისტორიულ ლაბირინთებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...