ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ქვეყნების შესახებ ინგლისურენოვანი პრეზენტაციები გამართს
15-04-2025

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი ჯული კაშია სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავს. 

ახლახან, VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ჩემი საყვარელი ქვეყანა“. 

მე-4 კლასელებმა მათთვის საინტერესო ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, შექმნეს თემატური პოსტერები და ერთმანეთს გაუზიარეს. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ენობრივი მარაგი გაიმდიდრეს ამა თუ იმ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურისა თუ ტრადიციების შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

https://www.facebook.com/100002135956737/posts/9519777238103380/?rdid=4hmgBzGof6kOtf8z# 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...